"საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაჯვარედინზეა" - ამ სათაურით Euronews-ზე ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის სტატია ქვეყნდება.
სტატიაში დეკანოიძე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, ასევე დემოკრატიული პროცესებისგან უკან დახევაზე და ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე საუბრობს.
ხატია დეკანოიძის სტატია:
"ახალი წლის დადგომასთან ერთად მსოფლიო დგება რეალობის წინაშე, რომელიც მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც იყო 12 თვის წინ.
ძირითადი მიმართულებები რჩევა უცვლელი: ჩვენ კიდევ გვაქვს საქმე პანდემიასთან, მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიული ინსტიტუტები საფრთხის ქვეშაა, კლიმატის ცვლილება რჩება სერიოზულ პრობლემად კაცობრიობისთვის და რუსეთი კვლავ ცდილობს საერთაშორისო წესრიგის განადგურებას.
რუსეთის უკრაინაში შეჭრით მსოფლიომ თავისი თვალით დაინახა კრემლის ნამდვილი სისასტიკე, რის შესახებაც საქართველო 2008 წლიდან აფრთხილებდა. ჩვენ ასევე დავინახეთ უკრაინელი ხალხის ერთიანობისა და სიმტკიცის ძალა, რომლებიც იბრძვიან თავიანთი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.
დასავლეთის რეაქცია იყო ნამდვილი ერთიანობა. პუტინი ევროპის გაყოფას ცდილობდა, ამის ნაცვლად კი ევროკავშირი გაერთიანდა და აჩვენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე საშიშ გამოწვევებს. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსია მიანიჭა და ეს გახდა კონკრეტული მტკიცებულება სოლიდარობისა და ამბიციის. საქართველო კი ამის მიღმა დარჩა.
2021 წლის ივლისში, როდესაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ევროინტეგრაციის მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ, საქართველო დიდწილად განიხილებოდა ჯგუფის სათავეში, რომელიც ახორციელებდა დემოკრატიულ რეფორმებს 2004 წლიდან, მაგრამ უკვე ერთი წლის შემდეგ, საქართველო უკან დარჩა.
ჩვენ მოგვეცა ვადა 2022 წლის ბოლომდე, რომ მივიღოთ მთელი რიგი რეფორმები და გადავდგათ ნაბიჯები ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. მათ შორის ფიგურირებს საარჩევნო რეფორმა, რათა შემდგომი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. სასამართლო რეფორმა, რათა რათა ბოლო მოეღოს გადაწყვეტილებების მიმღები შეთქმულთა ჯგუფის ცენტრალიზებულობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას. ბოლო მოეღოს კორუფციას, მედიის თავისუფლება, ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ. და დეოლიგარქიზაცია - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება საჯარო გადაწყვეტილებებში და ახალი სახალხო დამცველის არჩევა დამოუკიდებელი პროცესით.
ამ რეფორმების ნაცვლად, ქართველი ხალხი მოწმე გახდა მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, სასამართლო კლანმა მოიპოვა ახალი უფლებამოსილებები და ყველაზე საკამათო ფიგურები დაინიშნნენ უფრო მაღალ თანამდებობებზე. მედიასა და ორგანიზაციებზე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებაზე განხორციელდა საჯარო შეტევები და პარლამენტმა ვერ აირჩია ახალი სახალხო დამცველი. ამ დროს კი, ოპოზიციური ტელეარხის, მთავარი არხის დამფუძნებელი ციხეში რჩება. მისი სასჯელი დაგმო სამოქალაქო საზოგადოებამ და დასავლელმა პარტნიორებმა.
ქვეყანას კვლავ აღელვებს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედი, რომელიც იმყოფება პატიმრობაში 1 წელიწადზე მეტია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განაგრძობს გაუარესებას. ბოლო დროინდელი კვლევებით, მის ორგანიზმში აღმოჩენილმა ვერცხლისწყალმა და დარიშხანმა, რაც შესაძლოა მოწამვლასთან იყო დაკავშირებული, გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით საერთაშორისო მოწოდებები მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ. მოწოდებები, რომლებიც იგნორირებულია საქართველოს მთავრობის მხრიდან. ამ მოწოდებებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეუერთდა.
14 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიიღო მოხსენება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ასევე ქართველ ლიდერებს მოუწოდა, შეეწყვიტათ ევროპულ პოლიტიკოსებზე "აგრესიული სიტყვიერი თავდასხმები" და შეეხო ბევრ საკითხს, რაზეც აქართველო აგრძელებს მარცხს დემოკრატიულ პროგრესში. ამასთან, მმართველმა პარტიამ გამოიყენა პროცედურული ტაქტიკა, რათა საპარლამენტო ოპოზიციას ჩამოართვას ბერკეტი არჩეული დეპუტატების მანდატების სათითაოდ მოხსნით.
გასაგებად რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გარდაცვალება მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იქნება სასარგებლო - ვლადიმერ პუტინისთვის.
და ეს მოვლენები ხდება იმ დროს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება გამოხატავს შეშფოთებას იმის შესახებ, თუ სად დგას საქართველო უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. თავად საქართველო განიცდის კრემლის მიერ ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, ჩვენი მოქალაქეების რეგულარულ გატაცებებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევებს, ბორდერიზაციის კრიზისს, რომლის დროსაც რუსული ძალები მავთულხლართებს ქართულ მიწაზე აღმართავენ. მაგრამ საქართველოს პრემიერმინისტრმა საჯაროდ განაცხადა უარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებაზე, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს სულ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. იმის ნაცვლად, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობის საჯარო ნიშნები გამოეჩინათ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ უარს რუსეთის დასახელებაზე. როგორც აგრესორს, უფრო მეტ დროს უთმობენ უკრაინელი ლიდერების კრიტიკას და ემუქრებიან კიდეც უკრაინელ მებრძოლებს საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით.
საქართველო გზაჯვარედინზეა. გზა ევროინტეგრაციისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი ღია, როგორიც ახლაა საქართველოსთვის, თუმცა ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ შესაძლებლობის გამოყენებას.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია დარჩება მხოლოდ ქართველი საზოგადოების სურვილად, იქამდე სანამ ხელისუფლების ბედი დარჩება ერთი ადამიანის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ხელში და სანამ კორუფცია იქნება მაღალ დონეზე. სანამ არ არის გარანტიები, რომ შემდგომი არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, სანამ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩებიან და სანამ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს გაუგებარ სიგნალებს იმის შესახებ, თუ სად დგას უცხოურო ლოიალობა.
ევროპამ უნდა იცოდეს, რომ მას ჰყავს ძლიერი მეგობარი ქართველი ხალხის სახით. გამოკითხვები მუდმივად აჩვენებს, რომ მოსახლეობის 80%-ს სურს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. და ეს მხარდაჭერა არ შეწყდება, მიუხედავად რიტორიკისა და ნაბიჯებისა, რომლებსაც არასწორი მთავრობა დგამს", - ვკითხულობთ დეკანოიძის სტატიაში.